გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "არგვეთია ერთი" დაფუძნდა 2019 წელს, რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით. "არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიციის მდებარეობა: თბილისი, დადიანის 7 (ქარვასლა) სამუშაო გრაფიკი: სრული სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან / 1200 ლარი + ბონუსი (200დან - 1600მდე) გათვალისწინებულია: სამედიცინო დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ; ** კორპორაციული კლიენტების მოძიება და პროდუქციის გაყიდვა; ** კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება; ** სავაჭრო ობიექტების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა. ძირითადი მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა B კატეგორია; (სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი); ** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; ** გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული). პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელური და მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული და ოპერატიული; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული. ** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; ** ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს online. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: [email protected], [email protected] და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


არგვეთია ერთი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო