მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

შპს "Made To Make", ", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენი მიზანია მოტივირებული ადამიანების დასაქმება, რომლებიც შეძლებენ როგორც ფინანსური, ასევე, კარიერული თვალზასრისით მუდმივ წინსვლას. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ ფიქსირებულ ხელფასს, პრემიასა და ბონუსურ სისტემას, კარიერული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის 77ა. სამუშაო განაკვეთი: სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ; 10:00-15:00 სთ. ყოველი მესამე შაბათი დასვენების დღე. ანაზღაურება: ფიქსირებული - 550 ლარი; ბონუსი - 700 ლარიდან 1500 ლარამდე. საშუალო ჯამური შემოსავალი - 1250 ლარიდან 2050 ლარამდე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; ** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ენების ცოდნა: ინგლისური (ჩაითვლება უპირატესობად); ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** სალაროს ოპერაციების შესრულება; ** სპეციალურ პროგრამაში Fina (შეგასწავლით ადგილზე) მუშაობა; ** კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის კარგად შესწავლა; ** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;; ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება, სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; ** მაღაზიის მენეჯერის მითითებების შესრულება; ** პროდუქციის კონტროლი დახლებზე, მუდმივი შევსება და სათანადოდ განლაგება. თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected] გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონსულტანტი
ართთაიმი
თბილისი 1250₾-1550₾ დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


Made to Make

ანაზღაურება


550₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო