ოფის-მენეჯერი

აღწერა

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა." კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ოფის-მენეჯერის ვაკანსიას. ადგილმდებარეობა: თბილისი, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00სთ-18:00სთ ანაზღაურება: 900₾ ფუნქცია-მოვალეობები: ** ოფისში მოსული სტუმრის დახვედრა გამასპინძლება ** კანცელარიის მოწესრიგება ** ყოველდღიური ბრძანებების და ხელშეკრულებების გატარება პროგრამაში ** სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება; ** კორესპონდენციებს და სხვადასხვა სახის დოკუმენტების დახარისხება ** შეხვედრების შეთანხმება და დანიშვნა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება. რას გთავაზობთ? ** სიცოცხლის დაზღვევა ** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად ** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს ** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე ** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** დეტალების მიმართ ყურადღება; ** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები; ** ორგანიზებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV მეილზე: [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოფის-მენეჯერი". კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფის მენეჯერი
კომპანია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

ოფის მენეჯერი
Lux Auto
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

ოფის-მენეჯერი
Indigo Cars
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


შარმ ტრეიდინგი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო