მიმღების თანამშრომელი

აღწერა

მთის კურორტი "განთიადი" ცემში (ბორჯომის რ-ნი) აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე. ორგანიზაციის შესახებ: მთის კურორტი განთიადი" მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზები, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები. რას გთავაზობთ ჩვენ? ** საინტერესო თავგადასავალს მასპინძლობის სფეროში; ** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; ** მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ ანაზღაურებას ** კვებას ** ტრანსპორტირებას (ბორჯომიდან), ** სწავლება-ტრენინგებს და განვითარების სხვა შესაძლებლობებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და განთავსების უზრუნველყოფა; ** ჯავშნების სისტემაში დამოუკიდებლად მუშაობა; ** სტუმრებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს, და სერვისებისა და ფასების შესახებ; ** რეგისტრაციისა და სასტუმროდან გაწერის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულება, დოკუმენტების მოთხოვნა-დაარქივება; ** ფინანსური ანგარიშსწორება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** მუდმივი და დროული კომუნიკაცია დიასახლისებთან (დასუფთავების სამსახურთან), კვების და სასმელების განყოფილებასთან, ტექნიკურ და უსაფრთხოების სამსახურებთან; ** ფინანსური დღის დახურვა, ინვოისების დაარქივება; ** სტუმრების მიმართ მუდმივად იყოს კეთილგანწყობილი, თავაზიანი; ** სხვა, სამუშო აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რუსული ან სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; ** კანდიდატი უნდა ფლობდეს კომუნიკაციის კარგ უნარებს, იყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული და თავაზიანი და მეგობრული, როგორც სტუმრების, ასევე - კოლეგების მიმართ ** უნდა ჰქონდეს ადაპტირებისა და ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი. პირობები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არქონის შემთხვევაში, გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში - 600 ლარი ხელზე ასაღები ანაზღაურება; ** სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილების შემთხვევაში - 850 ლარი ხელზე ასაღები ანაზღაურება. ** სამუშო გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე იქნება განხილული ინდივიდუალურად. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ** რეზიუმეს გადარჩევა; ** გასაუბრება დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და დასახელებაში (SUBJECT) მიუთითეთ კონკრეტული პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღების თანამშრომელი
Champions Academy
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


მთის კურორტი განთიადი

ანაზღაურება


2₾ -600₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო