მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ პირებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის #1 სავაჭრო ცენტრი, City Mall შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები! შენ იდეალურად გვერგები, თუ: ** ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით; ** ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა; ** გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს; ** ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა; ** მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად; ** ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში! არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ: ** გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში; ** გიზიდავს კულინარია. ჩვენთან შენ შეძლებ: ** მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში; ** იმუშაო კომფორტული გრაფიკით; ** იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან; ** მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია! ანაზღაურება მოჭრილი + ნავაჭრის პროცენტი ჯამში საშუალოდ 1000-1500₾ რას აკეთებენ თანამშრომლები: ** პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს; ** სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში; ** აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში; ** იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში; ** იღებენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე; ** მუშაობენ სალაროსთან. თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს! დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელფოსტაზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


BergHOFF
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო