მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი

აღწერა

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში. სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 32 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა); ანაზღაურება: 700 ლარი, 6 თვეში - 800 ლარი ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 ჩვენ გთავაზობთ: ** არასრულ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას; ** მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას; ** საბონუსე სქემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს; ** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია; ** სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა; ** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება. ვაკანსიის მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. გახდი ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: [email protected]; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "ირაო" გისურვებთ წარმატებას! სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
Caucasus Internet Development
თბილისი 1500₾-3000₾ დედლაინი: 3 კვირაში

მოლარე-ოპერატორი
აჭარაფეი
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი - ოპერატორი
Viaro
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ქოლცენტრის ოპერატორი
Dyson Caucasus
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო