აღწერა

"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე. აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი ეძებს გუნდის წევრს, რომლის მთავარი ღირებულებებია: გუნდური მუშაობა, ინოვაციურობა, პროფესიონალიზმი და ღიაობა. ბაღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/thinkingacademykindergarten/videos/6813305675369882/ აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ** ზრუნავს თითოეული ინდივიდის ფსიქო-სოციალური და ფსიქო-ემოციური უნარების განვითარებაზე; ** ზრუნავს ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასა და თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე; ** ხელს უწყობს და ახალისებს ბავშვებში განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობას; ** ზრუნავს უსაფრთხო, ორგანიზებული, განმავითარებელი გარემოს შექმნა/შენარჩუნებაზე; ** ამყარებს ღია და ეფექტურ თანამშრომლობით კომუნიკაციას მშობლებთან, ზრუნავს მათ ჩართულობაზე სააღმზრდელო პროცესში; ** შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფასებს თითოეული აღსაზრდელის პროგრესს, შეფასების საფუძველზე ახდენს სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებას; ** პროგრამული მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით, გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით ზრუნავს სასწავლო პროგრამის შემუშავება/განვითარებაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი (ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით); ** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვის შემდეგ); ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული განვითარებას (ტრენინგები/კურსები); ** აზროვნების აკადემიის სალონურ საუბრებზე დასწრებას; ** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50% ფასდაკლებას; ** აზროვნების აკადემიის გამომცემლობის წიგნებზე 50% ფასდაკლებას. დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ. ან 10:00-19:00 სთ. ** ადგილმდებარეობა: ირაკლი გამრეკელის #41 (ნუცუბიძის ქუჩასთან) ** კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად - პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის (CV) საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება, მესამე ეტაპზე კანდიდატი განახორციელებს ინდივიდუალურად მისთვის შერჩეულ პრაქტიკულ საქმიანობას ბაღში. ** ანაზღაურება: ხელფასს + ბონუსი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიმღების თანამშრომელი
Champions Academy
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტრის ასისტენტი
Entrée
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

საწყობის უფროსი
ბინსი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

უმცროსი სოციალური მენეჯერი
Igaming Company
თბილისი 800₾-1000₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
დედლაინი
1 თვეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო