სამედიცინო მრჩეველი

აღწერა

ესთეტიკურ სფეროში ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მრჩევლის პოზიციაზე. მოვალეობები: ** საჭირო კოსმეტოლოგების მოძიება და მათთან წარმატებული კომუნიკაცია ** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება ** გაყიდვების პორტფელის გაზრდაზე სისტემატური ზრუნვა ** კოსმეტოლოგთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასების დაგეგმვა და ორგანიზება, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვარგარეთ. ** ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვა ** მომხმარებელთათვის კომფორტული გარემოს შექმნა ** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება ** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები: ** სამედიცინო განათლება აუცილებელია ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია) ** პრეზენტაბელურობა ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ** ორგანიზებულობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** კომუნიკაბელურობა ** სამუშაოს სწორი დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება ** მართვის მოწმობა (სასურველია) ** გაყიდვების მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება სხვა სამუშაო პირობები: ** კომფორტული გარემო ** სამუშაო დღე 10:00 - 19:00 ** ხელზე ასაღები ხელფასი: 2 500 - 15 000 ლარი, გაყიდვების პორტფელის სიდიდისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ფარმა სთორი

ანაზღაურება


2,500₾ -15,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო