ექთანი ლაბორანტი

აღწერა

"თბილისის ცენტრალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ექთანი ლაბორანტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; სტრუქტურული ერთეული: ლაბორატორიული-პრეანალიზური მიმართულება, ფლებოტომიის მიმართულება; ანაზღაურება: 800 ლარი; ძირითადი ფუნქციები: ** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების გადამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; პრე და პოსტანალიზური პროცესების მართვა. ** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; ** ლაბორატორიის დადგენილი პროცედურის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია-გადახდის პროცესის უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ბებია-ქალი/ფერშალ-ლაბორანტი) ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი ლაბორანტი" გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


თბილისის ცენტრალური ლაბორატორია

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო