ექთნის თანაშემწე

აღწერა

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1 სამუშაო დრო: 8 საათიანი გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: 600 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა; ** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო