უმცროსი IT სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია; ** კომპიუტერული მოწყობილობების მონტაჟი; ** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება; ** ფილიალებში IT-სთან დაკავშირებული პროექტების დახმარება და მხარდაჭერა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება. ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა; ** ტესტირება IT მიმართულებით; ** გასაუბრება. სამუშაო ადგილი: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #133 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; სრული განაკვეთი; ანაზღაურება: 1200 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass - ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მადარტი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
20 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო