შესყიდვების ადმინისტრატორი

აღწერა

"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე. "ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ადგილმდებარეობა: თბილისი, კავსაძის #3 სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. ანაზღაურება: 2000ი ლარ ფუნქცია მოვალეობები: ** შესყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება; ** მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტების განსაზღვრა, ახალი შესაძლებლობების მოძიება; ** შესყიდვებთან დაკავშირებით ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების დროულად გაფორმების მხარდაჭერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის უზრუნველყოფა, დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა; ** არსებული მატერიალური რესურსების სისტემატიური აღრიცხვა და კონტროლი; ** შეკვეთის შესრულების კონტროლი; ** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან მისაღები მომსახურების, ფასებისა და პირობების მისაღებად; ** ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი; ძირითადი უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** საქმის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში, მიუთითეთ შესყიდვების ადმინისტრატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ნიკს ჰოლდინგი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო