აღწერა
ლოგისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მტვირთავის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + 120 ლ ტაქსის დანამატი (თვიური).
** გრაფიკი: 17:00-01:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი, დიდუბე, გუდაუთის 7.
ძირითადი მოვალეობები:
** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება მოწესრიგება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** აუცილებელია ჰქონდეს სასაწყობე მტვირთავის მართვის გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 00 55 79.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ღამის ცვლის მტვირთავი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში: 10:00-დან 19:00-მდე. |