მძღოლი-ექსპედიტორი

აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. ფოთში. მისამართი: ქ. ფოთი, ლარნაკას N 8 ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება ** სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა ** ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** C კატეგორიის მართვის მოწმობა ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული ** ორგანიზებული დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი ფოთში". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი-ექსპედიტორი
რეფიქსი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 5 დღეში

მძღოლი ექსპედიტორი
ბესთ გრუპი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ნიკორა ტრეიდი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო