მძღოლ-ექსპედიტორი

აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს."ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე: ქ. ბათუმში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე. მისამართი: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი ანაზღაურება: 1500 ლარი (მართვის მოწმობის კატეგორიის მიხედვით) ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება ** სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა ** ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** C - კატეგორიის მართვის მოწმობა ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული ** ორგანიზებული დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი ბათუმში". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლ-ექსპედიტორი
კომპანია
თბილისი 1750₾ დედლაინი: 1 კვირაში

მძღოლ-ექსპედიტორი
Royal Wings
თბილისი 1400₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


ნიკორა ტრეიდი

ანაზღაურება


1,600₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო