დისტრიბუტორი

აღწერა

შპს "რეალ მოტორსი" აწარმოებს ავტონაწილების საბითუმო ვაჭრობასა და დისტრიბუციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გთავაზობთ ვაკანსიას თბილისის მასშტაბით დისტრიბუტორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პუნქტუალურ, დეტალებზე ორიენტირებულ, ყურადღებიან კადრთან თანამშრომლობა. სამსახურის პირველი ეტაპია გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი), რა დროსაც შეფასდება კანდიდატის შესაძლებლობები და ამის შემდეგ საუბარი იქნება გრძელვადიან შრომით ურთიერთობაზე. ოფისი მდებარეობს კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 10.00-18.00 ანაზღაურება: მოჭრილი 500 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციის მიხედვით (გამოცდილებისა და ნორმალური მუშაობის პირობებში ანაზღაურება მერყეობს 3000₾-მდე) თბილისის დისტრიბუტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მებითუმე კლიენტებთან კომუნიკაცია, მათგან შეკვეთების აღება და ადგილზე მიტანა (თბილისის მასშტაბით) ** პროდუქტზე უკუკავშირის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმირება ** კლიენტებისთვის სიახლეების მიწოდება ** მოთხოვნადი პროდუქტის აღრიცხვა თბილისის დისტრიბუტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სრული ზოგადი განათლება ** საოფისე პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება (MS Excel, Fina) ** ავტონაწილების კატალოგებზე (Mann, Sct, Fil, MFilter…) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ** გაყიდვების სფეროში (ავტონაწილების მიმართულებით) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად ** მართვის მოწმობის B კატეგორია დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე - [email protected] . სათაურის ველში შესაბამისად მიუთითეთ "თბილისის დისტრიბუტორი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


რეალ მოტორსი

ანაზღაურება


500₾
დედლაინი
3 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო