მერჩენდაიზერი - პირადი ავტომობილით

აღწერა

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა." კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს მერჩენდაიზერი პირადი ავტომობილით ვაკანსიას. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება- 900 + საწვავის ხარჯი ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება. ** სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი. ** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება. ** ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით აუცილებელი მოთხოვნები: ** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს) ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) რას გთავაზობთ? ** კომფორტულ სამუშაო გარემოს ** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს ** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად ** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მისამართზე [email protected] გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა მერჩენდაიზერი (მოძრავი პირადი ავტომობილით). კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქსელის მერჩენდაიზერი
სუფთა სახლი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მერჩენდაიზერი
რეტაილორ
თბილისი დედლაინი: 4 კვირაში

კომპანია


შარმ ტრეიდინგი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო