აღწერა

"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და მცხეთაში წარმოდგენილ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" დიდ გუნდში გვაქვს ბუღალტრის ვაკანტური პოზიცია. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 99; ** ანაზღაურება: 1500 ლარი. ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური სტანდარტული ოპერაციების შესრულება; ** ბუღალტრული დოკუმენტაციის რეგულარული დამუშავება, პროგრამაში ასახვა; ** სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (ინვოისები, ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) მართვა, შენახვა/დაარქივება; ** კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მითითებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** Microsoft Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


წისქვილი ჯგუფი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო