დამხმარე ბუღალტერი

აღწერა

კომპანია "აგრიმატკო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში. კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, პოზიცია განკუთვნილია ახალ კურსდამთავრებული, დამწყები, განვითარებასა და ანაზღაურების ზრდაზე ორიენტირებული ბუღალტრისათვის. "აგრიმატკო ჯორჯია" წარმოადგენს "აგრიმატკო" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 14 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს აწვდის მაღალხარისხიან მცენარეთა დაცვის საშუალებებს. პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე (09:00-18:00) ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კვალიფიკაციიდან გამომდინარე) გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა - 6 თვე ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა); ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება; ** სალაროში ფულადი ნაკადების მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი: საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება; სალაროს Z რეპორტების, შემოსავლის და გასავლის ორდერების მომზადება, დაარქივება. ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის, საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი. ** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციებში მონაწილეობა, შედეგების აღრიცხვა და კონტროლი. ** კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული დღის, თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება. ** ინფორმაციის დამუშავება და პერიოდული რეპორტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით ან შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** საბუღალტრო პროგრამა "Balance"-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (B1-B2). დამატებითი უნარები: ** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 2024 წლის 20 მაისისა. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


აგრიმატკო ჯორჯია

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
11 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო