ბუღალტერი

აღწერა

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: 9:30-18:00, პარასკევს 17:30 მდე (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: 2200 (გამოცდილებიდან გამომდინარე) ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** საბანკო გადარიცხვები; ** საბაჟო და ადგილობრივი შესყიდვები; ** ბანკის ამონაწერის დამუშავება და ნაშთების კონტროლი; ** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე; ** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი; ** ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი; ** ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი; ** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ; ** ავანსების აღრიცხვა და კონტროლი; ** თვითღირებულებების კონტროლი; ** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე; ** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა; ** სავალდებულოა საბუღალტრო 1С ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველი IFRS სტანდარტების ცოდნა; საჭირო უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** შედეგებზე ორიენტირებულობა. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
ვესტ ინვესტი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 23 საათის წინ

კომპანია


ვესტ ინვესტი
დედლაინი
59 წუთში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო