ბუღალტრის დამხმარე ოპერატორი

აღწერა

კომპანია "ჯეომარტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. შპს "ჯეომარტი" გახლავთ საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციას, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ფორმატში. კომპანია ორიენტირებულია პროცესების ოპტიმიზაციაზე და ნერგავს ტექნოლოგიებს როგორიცაა სელფი, საკურიერო აპლიკაცია და ა.შ. კომპანიას გამოარჩევს თანამშრომლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და მათზე ზრუნვის კულტურა. სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 43ა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე ანაზღაურება: 900 ლარი, კვების თანხა - 100 ლარი თვეში ბუღალტრის დამხმარე ოპერატორის ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები: ** ინვოისების, განვადებების, ზედნადებების, ანგარიშფაქტურების წარმოება, გადაგზავნა ** მთავარ ბუღალტერთან ზედნადებების დადარება, ყოველი დღის ბოლოს ** დებიტორების - კონტროლი ** სალაროს წარმოება - თანხის აღება მომხმარებლისგან, ჩეკის გაცემა და დღის ბოლოს სრული თანხობრივი აღრიცხვა ** გაყიდული პროდუქციის გატარება ** მარაგების კონტროლი პროგრამაში "ოპტიმო" ** კომპანიის მეილზე შემოსული წერილების გაცნობა, თუ ეხება გაყიდვებს ან საბუღალტრო საკითხებს ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** საბუღალტრო ოპერაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** პროგრამა "ოპტიმოს" ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად პერსონალური უნარები: ** დეტალების მართვის უნარი ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ემოციების მართვის უნარი თანამშრომლის სარგებლის სისტემა ** ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი ** Dealz.ge - შიდა კორპორატიული 0% პროცენტიანი განვადება ** ფიტპასის თანადაფინანსება ** კორპორატიული შეკრებები - 3 თვეში ერთხელ (გუნდის წევრების დაფასების და მათდამი მადლიერების ღონისძიებები) ** ხელფასის ყოველწლიური ზრდა სტაჟის და ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიხედვით ** დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პირადი საქმეებისთვის, გონივრული ვადით განთავისუფლების შესაძლებლობა ** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ** საპენსიო ფონდში ფიზიკური პირის მიერ განსახორციელებელ აუცილებელ შენატანს იხდის კომპანია ** მეგობრული და სტრესისგან თავისუფალი გარემო დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. უკუკავშირს მიიღებს ყველა დაინტერესებული კანდიდატი! შპს "ჯეომარტის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ჯეომარტი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ჯეომარტის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მთავარი ბუღალტრის დამხმარე
More is Love
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ჯეომარტი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო