ბუღალტერი

აღწერა

კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia-ს აქვს ოფისები ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და სომხეთში (ერევანი). კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: ** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა; ** ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; ** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი; ** ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება; ** დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება; ** არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა; ** rs.ge პორტალზე მუშაობა; ** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა; ** ანგარიშების, რეპორტების მომზადება; ** კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება. მოთხოვნები: ** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** 1-2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში; ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი 1C -ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო) ** ინგლისური ენის ცოდნა კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე ** სასურველია ACCA F3 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო) პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალური; ** მოტივირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ანაზღაურება: 1200-2000 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო საათები: 09:30-18:30 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


IBCCS Georgia

ანაზღაურება


1,200₾ -2,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო