გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში თბილისში: თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს. ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა". სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე) ანაზღაურება: ფიქსირებული, 1 250 ლარი (გროს თანხა / გადასახადების ჩათვლით) ბონუსი: კვარტალური / შედეგებზე დამოკიდებული, ხელფასის 30-50% (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ) გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი) ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / პროფესიული განვითარება სამუშაოს აღწერილობა: ** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ; ** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** მომხმარებლების პროცედურული მხარდაჭერა; ** შესაბამის სისტემაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება; ** საფინანსო პროდუქტების რეალიზაციის გეგმების შესრულება (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ). აუცილებელი მოთხოვნები: ** მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო სფეროში); ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ქართული ენის გამართული ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** საქმის ვადებში შესრულების უნარი. გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 1 მაისამდე ელფოსტაზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების სპეციალისტი") ან მიჰყევით შემდეგ ლინკს: www.helio-ai.com/apply/lv7gm0n4jx1w2nqb?src=jobs.ge "ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საკრედიტო ექსპერტი
ინტელექსპრესი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 5 დღეში

მოლარე-ოპერატორი
ინტელექსპრესი
თბილისი 850₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ინტელექსპრესი

ანაზღაურება


1,250₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო