კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ლაზიერი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. "ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის Lignum Consulting ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (Scm Group, Holz-Her, Global Press). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - Dupont`S Corian®, ნეოლითი - Thesize`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL). ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა. ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://tinyurl.com/n3fzfxtk ფუნქცია-მოვალეობები: ** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა; ** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; ** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა; ** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირება და მართვა; ** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** საკომუნიკაციო ხარჯებს; ** Fit Pass ბარათს. სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ანაზღაურება: 1500-2000 ლარი და ბონუსი; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შემდუღებლის დამხმარე
ფაბრიკონი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

შემდუღებელი
ფაბრიკონი
თბილისი 2000₾-3500₾ დედლაინი: 3 კვირაში

სარეკლამო ხელოსანი
FLEXMEDIA
თბილისი 1400₾-2000₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


ლაზიერი

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო