აღწერა
ფარმაცევტული კომპანია შპს "ჰელს მარკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი + ბონუსი; (გამოცდილებიდან გამომდინარე)
ფუნქცია მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის განვითარება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება და განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება 5 - 10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
რას გთავაზობთ კომპანია:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected]
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. |