აღწერა
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი", თავის მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ სასტუმროში, საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს.
იგი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, კვირაში 40 საათი
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას
ანაზღაურება: 3 თვე - 900 ლარი, შემდეგ - 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის დროულად მიღება;
** სტუმრების დროული და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მოთამაშე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. |