კონსულტანტი

აღწერა

კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე კომპანია "თერმორუმი" 8 წელია საქართველოს ბაზარზე. ის ერთ-ერთი ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში. კომპანია თერმორუმი მომხმარებელს სთავაზობს მოწინავე ევროპული მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას; მას აქვს საკუთარი სერვის ცენტრი. კომპანია თერმორუმის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებებით სარგებლობენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა სამშენებლო კომპანია ორბი, გრავიტა, m2, ანაგი. მისი კლიენტებია თბილი სახლი, ნოვა, დომინო და სხვა. ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ მათი კომფორტისათვის აუცილებელი მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები. ჩვენი მიზანია ბაზარზე დავამკვიდროთ ენერგოეფექტური და ინოვაციური პროდუქცია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://trm.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობებზე კონსულტაციის გაწევა ** მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ** დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას; ** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის და სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა; ** გაყიდული პროდუქციის გაცემა; ** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება პრომოუტერის თანამშრომლის პოზიციაზე; ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი ** თავაზიანობა ** დისციპლინირებულობა; ** კომუნიკაბელურობა; დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო გრაფიკი - სრული; ** სამუშაო ადგილი- ვაჟა-ფშაველას N26 ** ანაზღაურება - 1200 ლარი პლუს ბონუსი; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, მეილში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


თერმორუმი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო