მერჩენდაიზერი/პრისეილერი

აღწერა

"ნიკს ჰოლდინგ" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერი/პრისეილერის პოზიციაზე. "ნიკს ჰოლდინგ" გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ. საწყისი ანაზღაურება: 1200₾ - 6 თვის შემდეგ 1400₾ მოთხოვნები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ვადების შემოწმება; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება; ** ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში; ** შეკვეთებში მონაწილეობის მიღება; ** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი მოვალეობები: ** ვიზიტი ობიექტებთან განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება; ** არსებულ და პოტენციურ ობიექტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება; ** პროდუქციის მახასიათებლების პრეზენტაცია და შეთავაზება; ** ობიექტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას; ** კორპორაციულ ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი); ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში, მიუთითეთ მერჩენდაიზერი/პრისეილერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოძრავი მერჩენდაიზერი
შევარდენი
თბილისი 700₾ დედლაინი: 1 კვირაში

მერჩენდაიზერ-პრისეილერი
კომპანია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

მერჩენდაიზერ-პრისელერი
რენოვერ საქართველო
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ნიკს ჰოლდინგი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო