აღწერა

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი. ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/ შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ლოკაცია: შინდისი, კოჯრის ქუჩა N21; სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე ფოტოსურათი: აუცილებელია ანაზღაურება: ფიქსირებული - 700 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14 სამუშაო დღე ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა; ** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება; ** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** 10%-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე; ** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 28 31 83 დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გახდი ჩვენი გუნდის წევრი! მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო