აღწერა
შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
პირობები:
** ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით.), პლუს ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი კახეთის გზატკეცილი N83ა, სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
** გრაფიკი: სამუშაო საათები - 9:00-დან 18:00-მდე, დასვენება - კვირაში 1-2 დღე (თვეში ჯამურად 6 დღე). სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
** სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება - თვეში 700 ლარი.
სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დღგ ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე აუცილებლად ქართულ ენაზე ელფოსტაზე: [email protected]
ვებგვერდი: www.demasi.ge |