კონსულტანტი

აღწერა

"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს. "ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike... ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88 სამუშაო გრაფიკი: სრული დასვენება: კვირაში 2 დღე ანაზღაურება: ფიქსი 700 ლარი + ბონუსი ჩვენ გთავაზობთ: ** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოს. მოვალეობები: ** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ; ** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; ** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება; ** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი; ** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი. მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** თავაზიანობა; ** აქტიურობა. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის თანამშრომელი
ატელიე აუთლეტი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


ატელიე აუთლეთი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო