აღწერა
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", ქუთაისში და ბათუმში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2000-3000+ ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბითუმო მომხმარებლების სპეციფიკის განსაზღვრა და მათთვის გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** კორპორატიულ მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება;
** რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით გაყიდვებისათვის ეფექტური ასორტიმენტის შექმნა;
** კვარტალური გეგმების შესრულების პროცესის დაგეგმვა-განხორციელება;
** საფასო პოლიტიკის მართვა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა;
** დებიტორების (არსებობის შემთხვევაში) კონტროლი, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის;
მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი (საწვავი უზრუნველყოფილია);
** პრისეილერად მუშაობის გამოცდილება სასურსათო სფეროში;
** apex-ის ან მონათესავე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. |