სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება - 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი) ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა ** შიდა სასწავლო სისტემა ** სატელეფონო ლიმიტი ** ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაოს აღწერა: ** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები") ** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება ** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა ** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება ** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში ** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; ** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან; მოთხოვნები: ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი სამუშაო განრიგი: ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/TelephoneSales/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო