ადმინისტრატორი

აღწერა

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია. კლინიკა მედის პრიორიტეტები: ** საუკეთესო მომსახურება ** კვალიფიციური ექიმები ** უახლესი ტექნოლოგიები ** მუდმივი განვითარება ** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ფუნქცია-მოვალეობები: ** ფლობდეს ინფორმაციას ექიმების გრაფიკებისა და პაციენტების ჩაწერის შესახებ; ** შეინარჩუნოს წესრიგი სამუშაო ადგილზე; ** შეავსოს პაციენტის ყველა საჭირო დოკუმენტაცია; ** შეატყობინოს ასისტენტს ან ექიმს პაციენტის ვიზიტის შესახებ; ** შეუქმნას კომფორტი მომლოდინე პაციენტს; ** დაგვიანების ან ვიზიტის გადადების შემთხვევაში აცნობოს ექიმს ან ასისტენტს; ** 15 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში დაურეკოს პაციენტს, დააზუსტოს მიზეზი და პროგრამულად ასახოს; ** მოახდინოს პაციენტის ინფორმირება პროცედურების, მათი ღირებულებისა და აქციების შესახებ; ** დაითვალოს თანხა, განახორციელოს გადახდა სალარო აპარატის მეშვეობით; ** შეამოწმოს პაციენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ბარათები, ჩაატაროს გადახდის ოპერაცია; ** განახორციელოს სისტემატური კონტროლი სალარო აპარატზე. ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად; ** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას. ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** საჩუქრები დაბადების დღეზე; ** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე; ** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე [email protected] 2024 წლის 10 მაისამდე. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


კლინიკა მედი
დედლაინი
7 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო