ადმინისტრატორი

აღწერა

"ჰოსტელი შავი პომიდორი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. "ჰოსტელი შავი პომიდორი" აერთიანებს როგორც პრივატულ, ასევე საერთო ნომრებს, საერთო სივრცეებს და ეზოს. ჰოსტელის პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი "შავი პომიდორი სამზარეულო". ჰოსტელი მასპინძლობს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სთავაზობს მეგობრულ და გულთბილ დახვედრას და მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჰოსტელის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე: ვებ გვერდი: https://www.blacktomato.ge/ Facebook გვერდი: https://www.facebook.com/blacktomatohostel Instagram გვერდი: https://www.instagram.com/blacktomatohostel/ მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, check-in და check out პროცედურების წარმართვა. ** ჯავშნების მიღება და ჯავშანთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა. ** სტუმრებთან ურთიერთობა, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და სხვადასხვა სერვისების (ტურების, ტრანსპორტის, რესტორნის და ა.შ.) დაჯავშნაში დახმარება. ** გადახდების მიღება, სალაროს სწორად და გამართულად მართვა. ** ყოველდღიურად, დალაგებული ოთახების შემოწმება. მოთხოვნები: ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა. ** კეთილგანწყობილად და მეგობრულად კომუნიკაციის უნარი. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათიანი ცვლა - 12 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე. ანაზღაურება: თითოეულ ცვლაში 50 ლ. ადგილმდებარეობა: ქუთაისი, იაკობ გოგებაშვილის ქ. 24. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: [email protected], ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/blacktomatohostel. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრომო-კონსულტანტი
შავი ბუ
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კონსულტანტი
შავი ბუ
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


შავი პომიდორი
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო