ოფისის მენეჯერი

აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში. შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Bingo, Molfix, Molped, Joly, Evony, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Rogachevsk, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და ა.შ. ოფისის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია: ** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება. გამასპინძლება (ყავა, ჩაი) ** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება ოფისის მენეჯერისთვის სავალდებულოა: ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების - Word, Excel, Power Point-ის ფლობა. ოფისის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები: ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე. ანაზღაურება: 1000 ლარი სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. კომპანიის ოფისი მდებარეობს სამგორში. სამგორის ქ. 36 ბ. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: [email protected] აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ჯეოსტარი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო