ადმინისტრატორი

აღწერა

ორთაჭალაში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15 ლოკაციის ლინკი: https://g.co/kgs/YaR4pv სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები კონკურენტული ხელფასი და დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან კვებით უზრუნველყოფა ანაზღაურება: 950-1050ლ + ბონუსი მიმღების ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქციები: ** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა; ** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით; ** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით; ** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე; ** სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; ** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს: ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Reed Hotel Tbilisi
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო