კონსულტანტი

აღწერა

შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/ თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:
  • კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
  • სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
  • პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
  • სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
  • უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:
  • ადგილი: თბილისი.
  • გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
  • ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
  • ანაზღაურება: 1300 - 1600 ლარი
  • საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

თოლია წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
თოლია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 9 საათში

კონსულტანტი
ქართუ-უნივერსალი
თბილისი 1300₾-1600₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


თოლია

ანაზღაურება


1,300₾ -1,600₾
დედლაინი
9 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო