ადმინისტრატორი

აღწერა

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე, სამუშაო ადგილი: თბილისი: (დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია; თამარ მეფის გამზ; ჭყონდიდელის ქ; მელიქიშვილის გამზ.) პირობები: ** ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) ** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (ცვლებში) ** ანაზღაურება: 850 -950 ლარი + ბონუსი ** კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ** ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა. ** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას. ** მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი); ** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით; ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. უნარები: ** მართვის და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "ადმინისტრატორი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის მენეჯერი
SPAR Partner
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
SPAR Partner
თბილისი 750₾-850₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


SPAR Partner

ანაზღაურება


850₾ -950₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო