უსაფრთხოების თანამშრომელი

აღწერა

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფში“ გვაქვს უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, წყნეთი, მცხეთა.
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.
გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები 3 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: 800 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სრული პერიმეტრის (მიკუთვნებული სამუშაო ფილიალის ფარგლებში) კონტროლი და წესრიგის დაცვა;
  • კონფლიქტური სიტუაციებისა და ინციდენტების აღკვეთა;
  • თანამშრომლების მოსვლისა და წასვლის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • სტუმრებისთვისა და პერსონალისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და საჭირობის შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება.

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 252220.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


წისქვილი ჯგუფი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო