აღწერა
სასტუმრო "Tiflis Opera" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. Tiflis Opera მდებარეობს შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის ოპერასთან, ქალაქის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს https://www.tiflisopera.ge/
ძირითადი ფუნქციები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** Booking.com-ისა და სხვა ტურისტული პლატფორმების გვერდების მართვა;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და სტუმრების მიერ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms. Office Word, Excel, Outlook).
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა.
სამუშაო გრაფიკი:
** სამ დღეში ერთხელ 18:00-საათიდან შემდეგი დღის 09:00-საათამდე;
** შაბათს ან კვირას მორიგეობის დროს 09:00-საათიდან შემდეგი დღის 09:00-საათამდე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800
ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! |