აღწერა
ტურისტული კომპანია "ნითა თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ტურისტულ სფეროში (კერძოდ ტურისტულ კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის განხრით);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
უპირატესობად ჩაითვლება:
** Amadeus-ის (გლობალური დაჯავშნის/განაწილების სისტემა) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სპეციალური სწავლება/ტრეინინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** დამატებით უცხო ენის ცოდნა.
მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება/კონსულტირება;
** კომპანიის პროდუქტის/მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
** სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია/რეალიზაცია;
** ტურისტული პაკეტების შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
** რეპორტინგი.
სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1900 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე nitaagency18 @gmail.com და ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსია ან დაგვიკავშირდით: 579907770
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 23 მაისი 2024 წელი |