სერვის მენეჯერი

აღწერა

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1200 ლარი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან უცხო ენების განხრით); ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე; ** MS Office-ის და პროგრამა Fidelio სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა; ** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; ** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი. მოვალეობები: ** აკონტროლოს საოპერაციო საქმიანობის გამართულობა და შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი; ** დახმარება გაუწიოს მიღება-განთავსების თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში; ** აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა; ** აკონტროლოს გადახდები და ინვოისები; ** უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები); ** ჩაერთოს თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში და უზრუნველყოს მათი დატრენინგება კომპანიის სტანდარტების მიხედვით; ** განსაზღვროს ტრენინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ტრენინგების გეგმის შედგენაში; ** უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა; ** სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან; ** უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში; ** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით. თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვის მენეჯერი
წისქვილი ჯგუფი
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

სერვის მენეჯერი
ლიტერა
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

სერვის მენეჯერი
Global Auto Import
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

სერვის მენეჯერი
ჩემო კარგო
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Silver 39 Corner Hotel

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო