ხარისხის მართვის მენეჯერი

აღწერა

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს "ვასაძის პური" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ფონიჭალა სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარიდან --კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ხარისხის მართვის დოკუმენტაციის წარმოება. ** ხარისხის კონტროლის პროცესების მონიტორინგი; ** ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი; ** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა; ** აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების მიზეზის განსაზღვრა-დადგენა; მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** შესაბამისი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა. უნარები: ** კომუნიკაბელური, ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected] და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის, და არა ქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საოპერაციო მენეჯერი
აგროლაბი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
ზარაფხანა
თბილისი 600₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


სანდომი

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო