კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

აღწერა

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1200 ლარი); ** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00; ** ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი. შესასრულებელი ამოცანები: ** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება; ** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა; ** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის მართვის უნარი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება ** საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა. კომპანია გთავაზობთ: ** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას; ** განმავითარებელ ტრენინგებს; ** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით; ** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; ** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "კლიენტთა მომსახურების მენეჯერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Auto Home

ანაზღაურება


600,850₾ -1,200₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო