შიდა გაყიდვების მენეჯერის მოადგილე

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას შიდა გაყიდვების მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: (1 თვე) - 1800 ლარი და შემდეგ 2000 ლარი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ფუნქციები და მოვალეობები: ** პროდუქციის ეფექტიანი გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული პროექტების ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება; ** ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების/მომხმარებლების შენარჩუნების და ზრდის უზრუნველყოფა; ** კომპანიის პროდუქციის გაყიდვის მიზნით პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ** მარკეტინგის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა; ** მომხმარებელთა ბაზების წარმოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შიდა გაყიდვების მენეჯერის მოადგილე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


1₾ -18,002,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო