რეგისტრატორი

აღწერა

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. "კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ანაზღაურება: 900 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტებისა და ვიზიტორების მიღება; ** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში და შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; ** ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, კერძოდ: ** საგარანტიოების გააქტიურება; ** შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა. ** დარეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი პაციენტის შესაბამის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა: ** რეგისტრაციისას ჩაუწერელი/დაურეგისტრირებელი პაციენტისთვის ექიმის თავისუფალი დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება; ** ჩაწერილი/დარეგისტრირებული პაციენტისთვის რელევანტურ დროს გადამისამართება. ** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; ** სასურველია პროგრამა Accuracy Med-ში მუშაობის გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ: ** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო. ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 20 მაისამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "რეგისტრატორი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კონსილიუმ მედულა
თბილისი 900₾ დედლაინი: 20 საათში

კომპანია


კონსილიუმ მედულა

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
20 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო