აღწერა
კომპანია BinaHub - ბინაჰაბი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
“ბინაჰაბი” ბაზარზე ინოვაციური, ტექნოლოგიური უძრავი ქონების სააგენტოა, რომლის მიზანია დანერგოს და მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების ინოვაციური კლიენტზე-ორიენტირებული მიდგომები, საკუთარი ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ონლაინ-პლატფორმის, ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით;
- ბინის მეპატრონეებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;
- სხვადასხვა საიტებზე და სოც. მედიაში გასაყიდი ბინების განთავსება;
- ბინის დათვალიერების მიზნით შეხვედრის ორგანიზება და ჩატარება;
- ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სხვა სფეროში გამოცდილება;
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური აგრეთვე წერილობითი;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ინფორმაციის ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მიზანდასახულობა;
- ორგანიზებულობა;
ანაზღაურება: % წარმატებული გარიგებიდან (1000-5000+ ლარი)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (11:00-დან 19:00-მდე)
მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ჟ. შარტავა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.