აღმასრულებელი ასისტენტი/ბიზნეს-ასისტენტი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - აღმასრულებელ ასისტენტს! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ბიო-გამწმენდი დანადგარების მიმართულებით ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი). კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: bluewaters.ge რატომ გამოცხადდა ვაკანსია: პროდუქციის ასორტიმენტის და ბაზრის მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელს სჭირდება აღმასრულებელი ასისტენტი. ვის ვეძებთ: ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და მიაღწევს მას 110%-ით. ასისტენტი უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელთან მუშაობს, ამიტომ მას საუკეთესო თვისებები უნდა ჰქონდეს. ასისტენტმა კარგად უნდა იცოდეს ინგლისური და რუსული ენები. პოზიციის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პირობები შევქმნათ ბაზარზე. ჩვენი კომპანიის ფასეულობები: ** კარიერული განვითარების სურვილი ** სისწრაფე და მოქნილობა ** ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს ** სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე ** მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე ** არ მოიტყუო. არასოდეს. ** იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული რა პირობებს გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა გასაუბრების შედეგებზე) ** რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ** ბიზნეს პროცესებში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ** კორპორაციული დაზღვევა ** სატელეფონო ლიმიტი სამუშაო განრიგი: ● არანორმირებული ● ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე Რა უნდა გააკეთო: ** სხვადასხვა პროფესიული/პირადი დავალების შესრულება ** ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაგეგმვა/მონაწილეობა ** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის დამუშავება ** ჩვენს ექსპერტებსა და კლიენტებს შორის შეხვედრების კოორდინაცია ** ანგარიშების შევსება CRM სისტემაში ** მონაწილეობა კომპანიის შეხვედრებში ** ჩართულობა კომპანიის პროცესის გაუმჯობესებაში ** ინგლისურ და რუსულ ენებზე დოკუმენტაციის წარმოება/თარგმნა ** სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაოების დაგეგმვა, კონტროლი, აღსრულება ** სხვადასხვა მიმართულებების მიმდინარე სამუშაოების კონტროლი მოთხოვნები: ** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა (B2-C1) ** აუცილებელია მართვის მოწმობა ** აუცილებელია საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა ** მზაობა მივლინებებისთვის, არანორმირებული სამუშაო გრაფიკისთვის გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/Assistant5_qxey/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

აღმასრულებელი ასისტენტი
PASHA Bank
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

აღმასრულებელი თანაშემწე
Kavkaz Auto Sales
თბილისი 200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო