ახალი სასტუმრო "Splendid Tbilisi" რომელიც იხსნება მაისში, აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე.
სასტუმრო "Splendid Tbilisi" მდებარეობს საბურთალოზე ვიტალი დარასელიას 4 ნომერში.
სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** Booking.com-ისა და სხვა ტურისტული პლატფორმების გვერდების მართვა;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** რეზერვაციების მიღება და პროგრამის ჩასმა.
** სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და სტუმრების მიერ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office Word, Excel, Outlook), ასევე ჩაითვლება უპირატესობად სასტუმრო პროგრამის არიელის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა.
სამუშაო გრაფიკი:
4 დღეში ერთხელ 24/7 გრაფიკი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარიმიმტანი:
ძირითადი მოვალეობები:
** საუზმეზე სტუმრების მომსახურება,
** მენიუში არსებული კერძების და მათი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
** მაგიდის მომზადება სტანდარტების მიხედვით;
** ჩეკების მომზადება და პროგრამაში სწორად აღრიცხვა;
კვალიფიკაცია:
** სასურველია მიმტანად/მიმტანის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კრეატიულობა.
სამუშაო გრაფიკი:
07:30 დან 13:30 მდე 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარიმზარეული/მზარეულის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:
** საუზმის მენიუების შედგენა, მისი მომზადება
** დახარჯული პროდუქციის კალკულაციების აღწერა.
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა.
კვალიფიკაცია:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა.
სამუშაო გრაფიკი:
07:00 დან 13:00 მდე 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1400 ლარიდიასახლისის სუპერვაიზერი
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროში სისუფთავე, დიასახლისების კონტროლი და დავალებების განაწილება, საჭიროების შემთხვევაში მათი დახმარება,
** თეთრეულის ინვენტარიზაცია, ხსნარების და დალაგებისთვის აჭირო ინვენტარის კონტროლი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ანაზღაურება 1300 ლარიდიასახლისი:
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, ანაზღაურება 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!